„რუსეთს ვაძლევთ გასაღებს, ირიბად დაეუფლოს ანაკლიის პორტს – ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი ღალატია“

„ეს ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა და მისცა უპირატესობა ჩინურ კომპანია, ეს არის სახელმწიფოს ღალატი“, – ანაკლიის პორტზე საუბრისას „პალიტრანიუსისა“ და რადიო პალიტრას გადაცემაში „საქმე“ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს.
ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო დაკარგავს სტრატეგიული მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვან ნავსადგურს და ირიბად გადასცემს რუსეთს. ამ ნაბიჯით ანაკლიის პორტი მხოლოდ ტვირთნაკადის გადამუშავების პუნქტის ფუნქციას შეასრულებს.
„მოსაზრება, რასაც ოცნების დეპუტატები ავრცელებენ, რომ 100 მილიონი ტვირთი იქნება და 790 მილიარდიან ბაზარზე ექნება წვდომა ანაკლიის ნავსადგურს, არის აბსოლუტური ბოდვა. მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც შეიძლება ანალიტიკისებმა წამწიონ ჩინეთთან მიმართებით არის ის, რომ ჩინეთმა ბოლო 10 წელში შეძლო 50 სახელმწიფოში 100 ნავსადგურის შეძენა, ამას ემატება ის გარემოება, რომ მთელი საზღვაო არტერიები და საკონტეინერო ხაზები სუეცის არხით არის მის ხელში.
სრულად: bpn.ge