რუსეთს გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს – შვედეთის არმიის მეთაური

შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, მიკაელ ბიდენის თქმით, რუსეთს ბალტიის ზღვაში მდებარე გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს. ბიდენმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა RND-სთან ისაუბრა. გოტლენდის კუნძული ბალტიის ზღვაში შვედეთსა და ს ექსკლავ კალინინგრადის ოლქს შორის მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ გოტლენდის კუნძულს თვალი დაადგა. პუტინის მიზანია ბალტიის ზღვაზე კონტროლის მოპოვება. ამას უდიდესი გავლენა ექნება ჩვენ ცხოვრებაზე. ამას ვერ დავუშვებთ” – თქვა მიკაელ ბიდენმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრების გადახედვასა და მათ გაფართოებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, რუსეთს სურს საკუთარ შიდა წყლებად გამოაცხადოს კალინინგრადის აღმოსავლეთით და ფინეთის ყურეში მდებარე დამატებითი საზღვაო ტერიტორიები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..