რუსეთს არ უნდა მშვიდობა, მისი რაკეტები ამას ცხადად აჩვენებს – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა. ასე გამოეხმაურა ის თავდასხმას უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე.
“კიდევე ერთი შემზარავი სარაკეტო თავდასხმა ზე ს მხრიდან. კრივო როგის მშვიდობიანი უბანი გაანადგურა ტერორმა. მსხვერპლებს შორის არიან ბავშვებიც. რუსეთს არ უნდა მშვიდობა – მისი რაკეტები ამას ცხადად აჩვენებს. მხოლოდ მიზანმიმართულ საერთაშორისო მოქმედებებს შეუძლია გააჩეროს რუსეთი და დაასრულოს ეს ომი”, – წერს სანდუ სოციალურ ქსელში.
Another horrific Russian missile strike on Ukraine. A peaceful neighbourhood in Kryvyi Rih shattered by terror. Children among the victims. Russia does not want peace—its missiles make that clear. Only determined international action can stop Russia and bring this war to an end. — Maia Sandu (@sandumaiamd) April 5, 2025
გუშინ, 4 აპრილს კრივოი როგი რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 18 ადამიანი. მათ შორის, 9 ბავშვია.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, , რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა და “მთელი მსოფლიო ხედავს ამას”.
“თითოეული რაკეტა, თავდასხმისთვის გამოყენებული ყოველი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს ეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე, უკრაინის ძალისხმევას, ჩვენი საჰაერო თავდაცვასა და ჯარის გაძლიერებას შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობაზე – როცა მათ მიმართ კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის