“რუსეთს არ აქვს მიზანი, შთანთქოს ” – მოსკოვის წარმომადგენელი რუსეთ-აფხაზეთის პრობლემებზე

ს მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო აფხაზურ ტელევიზია Abaza.tv-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე საუბრისას, ასევე, აცხადებს, რომ ანტირუსული განწყობები აფხაზეთში არ არსებობს, თუმცა პოლიტიკურმა ელიტებმა უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ს მიზანი არ არის ს შთანთქმა.
“მე ვფიქრობ, რომ არანაირი ანტირუსული განწყობები არაა აფხაზეთში. ალბათ, არსებობენ ერთეული ადამიანები, რომელთაც არ უყვართ რუსეთი. ისინი რუსეთშიც არიან, ეს ნორმალურია. ანტირუსული გამონათქვამებიც არსებობს და ისინი ტელეგრამ არხებზეც და საჯარო დისკუსიებშიც ჩნდება. ამ ნახევარი წლის განმავლობაში ამაზე მიფიქრია და ამ პასუხამდე მოვედი – ეს გამონათქვამები ჩნდება ორი მიზეზით. პირველი – ეკონომიკური – ადამიანებს შეიძლება კარგი დამოკიდებულება აქვთ რუსეთთან, მაგრამ მათი ეკონომიკური ინტერესები ხელს უშლის რუსეთთან პარტნიორობას, მაგალითად, მაინინგით ვინც ფულს შოულობდა და შოულობს და ენერგეტიკული რეფორმები ხელს უშლის. ამ ადამიანებს ახარებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა, როგორ ფიქრობთ? არა, რა თქმა უნდა. მათ ჯიბეს ურტყამს რუსულ-აფხაზური სტრატეგიული პარტნიორობა. მეორე არის პოლიტიკური მიზეზი. აფხაზეთში ორი ფუნდამენტური იდეა არსებობს -გრძელვადიანი სუვერენიტეტი აფხაზეთის მხოლოდ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობითაა შესაძლებელი. ამ იდეას მხარს უჭერს საზოგადოების უმრავლესობა. მეორე იდეა უკავშირდება იმას, რომ რუსეთი გადაყლაპავს აფხაზეთს. მესამე იდეოლოგიური კონცეფცია არ არსებობს. ორივე იდეა მონაცვლეობით ცირკულირებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყველა დროს, ანუ ორ კონკურენტ პოლიტიკურ ძალას შორის ერთადერთი საშუალებაა რუსეთთან ურთიერთობებზე აპელირება. ამ ჩიხიდან საჭიროა გამოსვლა, ამის გამო ბევრი პოლიტიკური საკითხი გადაუჭრელი რჩება ხოლმე. ეს პირველ რიგში აფხაზეთს აზარალებს. მიზეზი მარტივია – როგორც კი ამის გაკეთებას იწყებ, ეროვნული ინტერესების ღალატად ინათლება. ეს რუსეთშიც მტკივნეულად აღიქმება ხოლმე. რუსეთს არ აქვს მიზანი, შთანთქოს აფხაზეთი. ამაზე პირველ რიგში პოლიტიკურმა ელიტებმა აფხაზეთში უნდა გასცენ პასუხი, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი