რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა – დონალდ ტრამპი

რუსეთმა და მ სამხედრო ტყვეები გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას -ის პრეზიდენტი ავრცელებს.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა. ის მალე შევა ძალაში. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმების მიღწევას. შესაძლოა, ეს იყოს რაიმე დიდის დასაწყისი?“, – წერს ტრამპი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსულ მხარეს სამხედრო ტყვეთა სია გადასცა, რომელთა გაცვლაც „1000-1000-ზე“ ფორმულით იგეგმება.
ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე რუსული და უკრაინული მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ. როდის მოხდება გაცვლა, ჯერ უცნობია.