რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს, ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობებზე წასვლა – მარკო რუბიო

რუსეთსა და ს შორის ომი უნდა დასრულდეს, ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობებზე წასვლა – მარკო რუბიო
რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს და ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობებზე წასვლა, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი. დათმობებზე წასვლა მოუწევს ს ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
პარალელურად, რუბიომ NATO-ს „ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი“ უწოდა, ამასთან, ასევე გაიმეორა ტრამპის პოზიცია, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა გადაიხადონ საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ალიანსები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ალიანსები ძლიერ და ქმედუნარიან პარტნიორებთან“, – აღნიშნია მარკო რუბიომ.
რუბიოს ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა მხარს მის მიერ წარდგენილ კანონს, რომელიც უკრძალავს პრეზიდენტს NATO-დან გასვლას კონგრესის კენჭისყრის გარეშე.
„ძნელია იმის თქმა, რომ მე არ ვუჭერ მხარს კანონს, რომლის მიღებასაც დავეხმარე. ძალაუფლება საფულეზე კვლავ კონგრესს ეკუთვნის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.