რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პლატფორმა შეიძლება ის ქვეყნები იყვნენ, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ. სლოვაკეთი ერთადერთი არ არის – პესკოვი

რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა შეიძლება ის ქვეყნები იყვნენ, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ. ერთადერთი არ არის – პესკოვი
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პლატფორმა შეიძლება ის ქვეყნები იყვნენ, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქვეყანა ბევრია.
„სლოვაკეთი ერთადერთი შემოთავაზება არ არის. რა თქმა უნდა, შესაძლოა საუბარი სხვა ქვეყნების შესახებაც იყოს, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ და თანაბარი დიალოგი აქვთ, როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან. მსგავსი ქვეყანა საკმაოდ ბევრია“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, მანამდე, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების სლოვაკეთში გამართვის მზადყოფნა გამოხატა.
წყარო: ინტერპრესნიუსი