რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გარკვეული გაგებით მარიონეტული ომია – კიტ კელოგი

რუსეთსა და ს შორის კონფლიქტი გარკვეული გაგებით მარიონეტული ომია, – ამის შესახებ უკრაინს საკითებში -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
„ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა კელოგს უთხრა, რომ ს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე ომს მარიონეტულ ომად მიიჩნევს.
„გულწრფელად, გარკვეული გაგებით ასეც არის. შეხედეთ, რა გააკეთეს ევროპელმა ქვეყნებმა მხარდაჭერით. ვგულისხმობ, ეს ნათელია – პუტინი ამას ხედავს. ასე რომ, ყველა უნდა იყოს მზად, რომ ცოტათი უკან დაიხიოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ხვალ, 2 ივნისს მოლაპარაკებები სტამბოლში გაიმართება. შეხვედრა სავარაუდოდ დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგება.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ უკვე დაასახელა, ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის დელეგაციას. მისი თქმით, ეს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი იქნება.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და განსაზღვრა პოზიციები სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე.
როგორც მედია წერს, ზელენსკის მიერ დასახელებული პირობები შემდეგია: „პირველი – სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე – ტყვეების გათავისუფლება. მესამე – გატაცებული ბავშვების დაბრუნება. ასევე, საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების გარანტირებისთვის, უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადება“.
შეგახსენებთ, 2022 წლის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები სტამბოლში განახლდა. 11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვდა. პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება, თუმცა რუსეთის ლიდერი სტამბოლში არ ჩავიდა. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ბოლო შეხვდრა 20 მაისს შედგა, სადაც ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ