რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა შედგა, პირველად რუსეთის ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 იანვარს ს გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 195 ტყვე, უკრაინიდან კი რუსეთში დაბრუნდა ტყვეობაში მყოფი 195 რუსი სამხედრო.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ტელეგრამში საკუთარ არხზე დაწერა, რომ გაცვლის შედეგად უკრაინას დაუბრუნდა 207 ადამიანი. როგორც RBC-Ukraine იტყობინება, მათგან ყველაზე უფროსი 61 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა – 20-ის. გადაცემული ტყვეებიდან მინიმუმ 36 დაჭრილია ან სერიოზული დაავადებები სჭირს.
ეს ტყვეთა პირველი გაცვლაა მას შემდეგ, რაც რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, 24 იანვარს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდში მიჰყავდათ გასაცვლელად. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის არც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, არ დაუდასტურებიათ ან უარუყვიათ თვითმფრინავის დაღუპვის რუსული ვერსია. მათ დაადასტურეს ის, რომ გაცვლა ნამდვილად მზადდებოდა და არ შემდგარა. უკრაინამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ის ტყვეების თემას იყენებს უკრაინის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის და კატასტროფასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მიერ კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლის ფასადურ კამპანიას რეალურ ბრძოლასთან კავშირი არ აქვს – უნიჭო წინასაარჩევნო სპექტაკლია – „ოცნება“ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, კორუფციისთვის იბრძვის!

ირაკლი ნადირაძე – ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, გვინდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის დაცვა, ბიძინას უნდა მოპარული მილიარდების დაცვა, ხოლო ზოგიერთ ვითომ ოპოზიციონერს და სუს-ის „ექსპერტებს“, მაღალი შემოსავლების დაცვა