რუსეთმა IL-76-ის ჩამოგდების ფაქტზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა.
“დაახლოებით საათნახევრის წინ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ჩანიშვნა მოვითხოვეთ. იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა მოვალეობას შეასრულებს და შეხვედრას ჩანიშნავს. 2022 წლის ისტორიის გამეორებას, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს, არ ვისურვებდი. ბრიტანეთის წარმომადგენლობა მსგავსი შეხვედრის მოწვევაზე სამი დღის განმავლობაში უარს ამბობდა”, – თქვა ლავროვმა.