რუსეთმა Google-ი $78 მილიონით დააჯარიმა – Reuters

მოსკოვის რაიონული სასამართლოების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, წინა ჯარიმების გადაუხდელობის გამო რუსეთის სასამართლომ Google-ის მფლობელ Alphabet-ს $78 მილიონის ჯარიმა დააკისრა.
უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის მთავრობა უცხოურ ტექნოლოგიურ პლატფორმებს „არალეგალური“ კონტენტის წაშლას ავალდებულებს. მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის კი ასეთ კომპანიებს ის ჯარიმებს აკისრებს.
მოსკოვის ჩერტანოვოს საოლქო სასამართლოს განცხადებით, კომპანიის დაჯარიმების მიზეზი ადმინისტრაციული სასჯელის უგულებელყოფაა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტს დასავლური ტექნოლოგიური კომპანიები და კონკრეტულად Google-ი არაერთხელ დაუდანაშაულებია, რომ ისინი -ის მთავრობის პოლიტიკური მიზნების მიღწევის ხელსაწყოს წარმოადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა