რუსეთმა 81 დასავლური მედია აკრძალა

ევროკავშირის მხრიდან რამდენიმე რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობის აკრძალვის საპასუხოდ, ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტ ევროპულ მედიაზე წვდომას შეზღუდავს.
“სამი რუსული გაზეთის, РИА Новости-ს, Известия-ს და Российская газета-ს “ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის” აკრძალვაზე ევროკავშირის საბჭოს 17 მაისს მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ძალაში დღეს, 25 ივნისს შევა, მიიღება შემხვედრი ზომები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთი მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომლებიც სისტემატურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას მიმდინარე სპეციალურ ოპერაციასთან დაკავშირებით”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირმა 17 მაისს კრემლის მიერ კონტროლებადი მედიების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ შეზღუდვა შემდეგ სამაუწყებლო არხებს ეხება: რია ნოვოსტი (РИА Новости), იზვესტია (Известия) და რუსული გაზეთი (Российская газета).
საერთო ჯამში რუსულმა მხარემ ევროპის 25 ქვეყნის 81 მედიის მაუწყებლობა დაბლოკა, მათ შორის: გერმანული Der Spiegel, Der Zeit, პან-ევროპული Politico, Euobserver, პოლონური Belsat, ლიტვური LRT, French France-Presse და სხვა.