ჰამასის წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ. მიხაილ ბოგდანოვი წარსულში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი ელჩი იყო ისრაელში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენელმა ჰამასის მხარეს ისრაელელი ტყვეების სწრაფად გათავისუფლებისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ამჟამად ჰამასის ტყვეობაში სამი რუსი კაცი იმყოფება.
“საუბრის მთავარი აქცენტი იყო მიმდინარე კონფრონტაციაზე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ზონაში მაშინ, როდესაც ჰუმანიტარულმა კრიზისმა ღაზის სექტორში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.