რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაღუპულია ორი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.
“რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონი არტილერიით დაბომბეს. ჭურვები ქალაქის დასახლებულ ნაწილში ჩამოვარდა. აფეთქებების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, ერთი კაცი კი საკუთარ მანქანაში დაიწვა”. – წერს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ოკუპირებულ ტერიტორიებს ყოველდღიურად არტილერიით, ავიაციითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავს.