რუსეთმა ხერსონი დაბომბა | დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ დაიღუპა ორი ადამიანი.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ს ჯარებმა ხერსონის რაიონზე 73 თავდასხმა განახორციელეს. რუსეთის არმიამ 310 ჭურვი ისროლა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, ტანკებიდან და თვითმფრინავებიდან.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.