20 ნოემბრის დილას რუსეთმა ხერსონზე იერიში მიიტანა. შედეგად დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია ერთი ადამიანი.
“ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი. განადგურებულია მანქანები და ერთი შენობა”. – ამბობს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლექსანდრ პროკუდინი.
პროკუდინის თქმით საოკუპაციო ძალებმა კერძო სატრანსპორტო საწარმოს პარკინგი დაბომბეს. განვლილი 24 საათის განმავლობაში ხერსონი 51-ჯერ დაბომბა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.
