ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ 30 ივნისს, ხარკოვის დაბომბვის შედეგად
“სამწუხაროდ უკვე გვაქვს ინფორმაცია ერთ დაღუპულზე. გრძელდება დაბომბვის ადგილის შემოწმება“, – განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ მოწინააღმდეგემ ქალაქ ხარკოვს დაუშინა მართვადიო საავიაციო ბომბები, რომლებმაც თითქმის ქალაქის ცენტრამდე მიაღწიეს. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო არასაცხოვრებელ შენობაში.
წინა დღით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიის მახლობლად მდებარე ქალაქ ვოლნიანსკზე, სადაც თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი და დაიჭრა ათი.
· რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა სახის იარაღის-უპილოტო საფრენი აპარატების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტებისა და საავიაციო ბომბების გამოყენებით. მიუხედავად მტკიცებულებებისა და ფაქტებისა, მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ შეტევებს.
ფორუმი