რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის რამდენიმე სოფელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად, 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი დაშავდა. თავდასხმისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, 25 ივლისს, დაახლოებით დილის 5 საათსა და 15 წუთზე რუსეთის ძალებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლზე.
ოკუპანტებმა ასევე FAB-1500 ტიპის საჰაერო ბომბით სარაკეტო იერიში მიიტანეს სოფელ კუპიანს-უზლოვოიზე. დაშავდა 52 წლის მამაკაცი.
რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და მანქანები.
