24 ივლისს, რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორ ადამიანს ჯერჯერობით ეძებენ.
სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, კიდევ ორ ადამიანს ამჟამად ეძებენ. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი ცხედარი, ვინაობა დგინდება”. – წერს სინეგუბოვი.
