რუსეთმა წვრთნების დროს ბარენცის ზღვაში „ცირკონის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა

რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების – „ზაპად 2025“-ის – ფარგლებში, ბარენცის ზღვაში მდებარე პირობითი სამიზნის მიმართულებით ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ცირკონის“ პრაქტიკული გაშვება ფრეგატ „ადმირალ გოლოვკოს“ ეკიპაჟმა განახორციელა.
„რეალურ დროში მიღებული ობიექტური კონტროლის მონაცემების თანახმად, სამიზნე პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები – „ზაპად 2025“ – 12 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვი და მინსკი აცხადებენ, რომ წვრთნები წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას არ ითვალისწინებს. წვრთნები 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”