“რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა როცა აღიარა, მანვე წაგვართვა“ – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი

ს სახელმწიფო ტელევიზიის“ ეთერში მიმდინარე დებატებისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგურ ხურხუმალმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს ფაქტობრივად წაართვა „დამოუკიდებლობა“ როცა ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა“. მან აღნიშნა, რომ დღეს აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია მიაღწიოს თავისი ინტერესების პატივისცემას.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მეზობელი. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი შეხედულებების მიმართ პატივისცემა. ეს დღეს არ არის. დღეს ჩვენ ვართ დამოკიდებული. როცა რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, მავნე წაგვართვა. რატომ დავთმეთ ის”?- თქვა მან.
ხურხუმალის თქმით, აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთპატივისცემისკენ უნდა მიისწრაფოდეს.
„ჩვენ, ხალხთან ერთად შეგვიძლია წინსვლა და განვითარება და ეს ისე მოხდეს, რომ მათ [რუსეთს] ჩვენდამი პატივისცემა ჰქონდეს და ეს ორმხრივი იყოს. ეს არის ის, რასაც დღეს უნდა მივაღწიოთ. პერიმეტრის გასწვრივ საზღვრები უნდა დავკეტოთ, დამოუკიდებლად გამოვიკვებოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ყველას გარეშე შეგვიძლია ცხოვრება. აი, მაშინ გვექნება დამოუკიდებლობა და ბევრი რამის კეთებას ვისწავლით“, – თქვა ხურხუმალმა.
დებეტები „აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის“ ეთერში აფხაზურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს და მასში ხუთივე კანდიდატი მონაწილეობს.
ე.წ. საპრეზიდენტო ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება. მასში ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან:
· ბადრა გუნბა, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
· ადგურ არძინბა, დე ფაქტო ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი
· ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში
· რობერტ არშბა, აფხაზეთის დე ფაქტო კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი
· ადგურ ხურხუმალი, კომერციულ ბანკ „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე.
“არჩევნებში” მონაწილეობაზე უარი თქვეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „აიდგილარას“ ხელმძღვანელმა, კან კვარჩიამ და სახალხო პარტიის ლიდერმა შამილ აძინბამ.