ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიაჩნია, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთს შეუძლია ნავთობის ექსპორტის მოცულობა შეინარჩუნოს. ამისათვის ის დაიწყებს გზების ძებნას, რათა თავიდან აიცილოს შეზღუდვები. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
IEA-ს მონაცემებით, რუსეთის ნედლი ნავთობის მოპოვება გასულ თვეში გაიზარდა დაახლოებით 100 000 ბარელით დღეში 9,2 მილიონ ბარელამდე. ეს მოხდა იმ სანქციების მიუხედავად, რომელიც აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს 10 იანვარს დაუწესა.
„ნავთობის ბაზრები ყოველთვის აჩვენებდნენ შესანიშნავ გამძლეობას და ადაპტირებას სერიოზული გამოწვევების წინაშე და ამჯერად ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვაგვარად იყოს. რუსული ექსპორტის მოცულობის მხარდასაჭერად გამოსავალი შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს კვირებში“, – თქვა სააგენტომ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ruseti-khorbali_w_h-reVJ5A-300x169.jpeg)