რუსეთმა შესაძლოა საქართველო “მეგობრული” ტურისტული ქვეყნების სიაში შეიყვანოს

ს სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებით სპეციალიზებული ტუროპერატორებისთვის ფინანსურ შეღავათებს ითვალისწინებს. დოკუმენტი ს სახელმწიფო დუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.
როგორც გამოცემა Парламентская газета განმარტავს, საუბარია სარეზერვო ფონდში მინიმალური შენატანისა და სადაზღვევო გადასახადის შემცირებაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნახსენებია დსთ-ს ქვეყნების შესახებ ფორმულირება. კანონპროექტის ტექსტში კი წერია, რომ ქვეყნების სიას მთავრობა დაამტკიცებს.
როგორც ადგილობრივი ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel-ი წერენ, “მეგობრული” ქვეყნების სია უკვე შეთანხმებულია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. გამოცემების ვერსიით სიაში შედიან ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, , სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რესპუბლიკები.
კანონი ძალაში, სავარაუდოდ, 2024 წლის 1 აპრილიდან შევა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }