რუსეთმა შესაძლოა იაპონიიდან თევზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმოს

რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს შეზღუდვები იაპონიიდან თევზის იმპორტზე, რომელიც რადიაციული დაბინძურების რისკის გამო დაწესდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მედიის ცნობით, ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ფედერაციის საბჭოს სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პოლიტიკისა და გარემოს მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე დვოინიხი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა იმპორტის კვლავ დაშვება 2024 წელს.
ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ IAEA-მ „ფუკუსიმა 1-“იდან წყლის გამოშვების გამო იაპონიიდან თევზის იმპორტის აკრძალვა გააკრიტიკა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ მიმდინარე კვირაში, ფუკუსიმას პრეფექტურაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ „ფუკუსიმა-1“-ის ატომური ელექტროსადგურიდან წყლის გაშვების პროცესი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, პროცესს არ აქვს „არანაირი გავლენა გარემოზე, წყალსა თუ თევზზე“. მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა იაპონიის რეგიონებიდან პროდუქტებზე, „მეცნიერულად უსაფუძვლოა“.
როგორც ცნობილია, „როსსელზოდნადზორი“ სიფრთხილის ღონისძიების სახით, 2023 წლის 16 ოქტომბრიდან შეუერთდა PRC-ის დროებით შემაკავებელ ზომებს იაპონიიდან თევზისა და ზღვის პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით.