რუსეთმა შავ ზღვაში 16 საბრძოლო ხომალდი გაიყვანა

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, 14 სექტემბერს რუსეთმა შავ ზღვაში 16 საბრძოლო ხომალდი გაიყვანა.
16-დან 7 ხომალდი კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელია. საერთო ჯამში გემებზე 48 ერთეული კალიბრია.
უწყების ინფორმაციით არც ერთი რუსული გემი არ არის დარჩენილი აზოვის ზღვაში.
გარდა ამისა, საზღვაო ძალების ინფორმაციით, ქერჩის ყურის გავლით გაცურა შემდეგმა გემებმა:
· შავ ზღვაში – 3-მა გემმა, რომლებმაც მოძრაობა ბოსფორის სრუტის მიმართულებით განაგრძეს;
· აზობის ზღვაში – 8 გემმა, მათგან 5-მა ბოსფორის სრუტე გაიარეს;
ბოლო თვეებში რუსეთს შავ ზღვაში საშუალოდ 4-5 გემი გამოყავდა.
უკანასკნელად შავ ზღვაში 10-ზე მეტი გემი რუსეთს ფლოტმა 2024 წლის თებერვალში გაიყვანა.
წყარო: ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ