რუსეთმა ყველაზე მეტი დაუსწრებელი განაჩენი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ქართველებს გამოუტანა

2024 წლიდან რუსეთის სასამართლოებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი უცხოელი მოხალისეების წინააღმდეგ სულ მცირე 180 დაუსწრებელი განაჩენი გამოიტანეს, მათ შორის ყველაზე მეტი – 58  საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, წერს გამოცემა „Вот Так“.

გამოცემის ინფორმაციით, შემდეგ მოდიან -ის (22) და გაერთიანებული სამეფოს (12) მოქალაქეები. ყველა ფიგურანტი რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი და მათ წინააღმდეგ საქმეები, ძირითადად, „დაქირავებულობის“ მუხლითაა აღძრული.

უკრაინელი იურისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის, ნიკოლაი პოლოზოვის შეფასებით, უცხოელი მებრძოლების დაქირავებულებად მოხსენიება იურიდიულად არასწორია, რადგან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები ან მოხალისეები არიან.

ბოლო მსგავსი გადაწყვეტილება 2026 წლის 10 მარტს გამოცხადდა — რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა შონია უკრაინის მხარეს ბრძოლაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად 28 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული