რუსეთმა ქართული ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის სასამართლომ ში მებრძოლი ქართული ლეგიონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ ФСБ-ს საჯარო ურთიერთობის ცენტრმა გაავრცელა.
“ФСБ-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ ნახევრად სამხედრო ფორმაცია “ქართული ეროვნული ლეგიონი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა” – წერია ФСБ-ს განცახდებაში.
ს მტკიცებით, ლეგიონის წევრები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად საომარ მოქმედებებში, რუსეთის ტერიტორიაზე საბოტაჟისა და ტერორისტული აქტების ორგანიზებასა და რუსეთის სამხედრო პერსონალის წამებაში იღებენ მონაწილეობას.
2023 წლის ოქტომბერში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა, ხოლო მიმდინარე წლის 24 თებერვალს სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.