რუსეთმა ქართველ მებრძოლ გიორგი გოგლიძეს, როგორც “დაქირავებულს”, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ს სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 27 წლის საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო რუსეთის სისხლის სამართლის 359-ე მუხლით-“დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში”.
რუსეთის სააგენტო “ტასსის” თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის აპრილში გოგლიძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობის შესახებ. უკრაინის ტერიტორიაზე წვრთნის გავლის შემდეგ მას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა. რუსეთის ოფიციოზის თანახმად, გოგლიძემ ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობა მიიღო შეიარაღებულ კონფლიქტსა და სამხედრო ოპერაციებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ლუგანსკის ტერიტორიაზე, სადაც რუსმა მებრძლება ის 2023 წლის ნოემბერში აიყვანეს ტყვედ.
ქართველების გიორგი ჩუბითიძისა და გიორგი გოგლიძის დაკითხვის ვიდეო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 14 ნოემბერს გაავრცელა.

რუსული მედია ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „დაქირავებულებს“ უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ ისინი შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში მოხალისეებად იბრძოდნენ.
მათ ტყევდ აყვანას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ში დატყვევებული საქართველოს ორი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.