რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, გელა ბეგლარიშვილს 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
რუსულმა სასამართლომ ბეგლარიშვილი, როგორც რუსეთის წინააღმდეგ “დაქირავებული მებრძოლი” გაასამართლა. გამოძიების თანახმად, ის უკრაინის მხარეს იბრძოდა დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებისა და რუსი სამხედროების წინააღმდეგ.
რუსეთმა ბეგლარიშვილზე ძებნა გამოაცხადა.
დონეცკის ოკუპირებულ რეგიონში გამოძიება მიმდინარეობს ბეგლარიშვილის ცოლის, რუსუდან ივანეიშვილის მიმართაც.
ქართველი ცოლ-ქმარი 2022 წლის თებერვლიდან იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში.
გელა ბეგლარიშვილი და რუსუდან ივანეიშვილი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაჯილდოებულია „სიმამაცისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით.
