რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი შეტევა განახორციელა დრონებით

23 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით იერიშების მორიგი სერია. დღესვე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაასრულა 200 უკრაინელი პილოტის მომზადება. ისინი იფრენენ კიევის მიერ დასავლელი მოკავშირეებისგან მიღებული F-16 გამანადგურებლებით, რათა გააუმჯობესონ ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა.
ოთხშაბათს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის 81 დრონიდან 57 ჩამოაგდო უკრაინის 12 რეგიონში, განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 23 ოქტომბერს. ცნობის თანახმად, კიდევ 15 დრონი უკრაინის საჰაერო სივრცეში დაიკარგა.
რუსეთის დრონები ჩამოაგდეს ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცის, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში, ნათქვამია სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში, რომელიც ტელეგრამში გამოქვეყნდა.
ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ ოდესას ესროლეს მართვადი რაკეტა, მაგრამ არ არის დაზუსტებული, ჩამოაგდეს თუ არა ის.
დაჟინებით სთხოვს დასავლელ მოკავშირეებს, რომ მას გადასცენ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები და ამერიკული გამანადგურებელი F-16-ები, რათა გააძლიერონ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან