რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე მორიგი მასობრივი იერიშები მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე მორიგი მასობრივი იერიშები მიიტანა.
რუსეთმა იერიშებისთვის 64 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ 15 შაჰედის ტიპის დრონი, 26 Х-101-ის, Х-555-ისა და Х-55-ის ფრთოსანი რაკეტა და 3 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
ს ოლქში ს დარტყმის შედეგად დაზიანებულია 14 კერძო სახლი და 2 მრავალსართულიანი შენობა. რაც შეეხება თავად დედაქალაქს, მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ დაშავდა, სულ მცირე, 13 ადამიანი. შემდეგში უკრაინის პრეზიდენტმა, მ გაავრცელა ცნობა, რომ იერიშებს კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა.
იერიშის სამიზნე იყო ლვოვის, ჩერკასის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებიც. ნიკოლაევის ოლქზე თავდასხმას ემსხვერპლა ერთი მოქალაქე და დაზიანდა 20-მდე სახლი.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კიევში იმყოფება. დაბომბვებს ის საკუთარ X-ზე გამოეხმაურა.
“ჩემს დილას ვიწყებ თავშესაფარში, როცა მთელ კიევში განგაშის ხმა ისმის. ეს უკრაინელი მამაცი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონო აგრესია დაიწყო”. – წერს ბორელი.