რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე მორიგი მასობრივი იერიშები მიიტანა.
რუსეთმა იერიშებისთვის 64 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ 15 შაჰედის ტიპის დრონი, 26 Х-101-ის, Х-555-ისა და Х-55-ის ფრთოსანი რაკეტა და 3 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
კიევის ოლქში რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანებულია 14 კერძო სახლი და 2 მრავალსართულიანი შენობა. რაც შეეხება თავად დედაქალაქს, მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ დაშავდა, სულ მცირე, 13 ადამიანი. შემდეგში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ცნობა, რომ იერიშებს კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა.
იერიშის სამიზნე იყო ლვოვის, ჩერკასის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებიც. ნიკოლაევის ოლქზე თავდასხმას ემსხვერპლა ერთი მოქალაქე და დაზიანდა 20-მდე სახლი.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კიევში იმყოფება. დაბომბვებს ის საკუთარ X-ზე გამოეხმაურა.
“ჩემს დილას ვიწყებ თავშესაფარში, როცა მთელ კიევში განგაშის ხმა ისმის. ეს უკრაინელი მამაცი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონო აგრესია დაიწყო”. – წერს ბორელი.