რუსეთმა უკრაინა დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

18 ივლისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი ადამიანი.
“დაახლოებით 2:30 საათზე, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა 60 წლის ქალი, ჭრილობები მიიღეს 69 და 80 წლის კაცები. იერიშის შედეგად დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი”. – წერს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი.
გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 რაკეტა ჩამოაგდო.
რუსმა ოკუპანტებმა შაჰედის ტიპის დრონები და X-59 ტიპის მართვადი რაკეტები კურსკიდან ააფრინეს.
ს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.