რუსეთმა უკრაინა გააფრთხილა, რომ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს „სიმეტრიულ პასუხს“ გასცემს

რუსეთმა გააფრთხილა, რომ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემთხვევაში „სიმეტრიულ პასუხს“ გასცემს მას.
„მკაფიოდ გაფრთხილებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ს რეჟიმი განაგრძობს დესტრუქციულ ხაზს, ს მხარე იტოვებს უფლებას პასუხისთვის, მათ შორის სიმეტრიულისთვის,“ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ.
„19 მარტს დარტყმა განხორციელდა ნავთობბაზაზე ყუბანში, 21 მარტს – გაზსაზომ სადგურ „სუჯაზე“ კურსკის ოლქში,“ ნაქვამია ზახაროვას განცხადებაში, რომელიც სამინისტოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კრასნოდარის მხარეში ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს უკრაინის დრონით, რომლის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი. გაზსაზომი სადგური „სუჯა“, რუსეთის მხარის მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს უკან დახევის დროს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აფეთქებასთან კავშირს და აცხადებს, რომ ის რუსეთის საარტილერიო ცეცხლში მოყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!