რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს პირველად უწოდა ომი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ში მიმდინარე კონფლიქტს პირველად უწოდა ომი. მანამდე, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებდა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ გახდა ომი, რაც მასში დასავლეთი ჩაერია უკრაინის დასახმარებლად.
“ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი კოლექტიური დასავლეთი მონაწილე გახდა უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომად გადაიქცა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ყველას უნდა ესმოდეს, შიდა მობილიზაციისთვის” – ამბობს პესკოვი.