რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, რუსუდან ივანეიშვილს ს ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად ცნო საქართველოს მოქალაქისთვის დაუსწრებლად განაჩენის გამოსატანად.
როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს ავღანეთში NATO-ს ოპერაცია “გადამწყვეტ მხარდაჭერაში” მონაწილეობდა.
ქართველი მოხალისე ცოლ-ქმარი, რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი 2022 წელს ში “ქართულ ეროვნულ ლეგიონს” შეუერთდნენ და რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე, არცერთი მტკიცებულება არ დევს არცერთ საქმეში და ეს ცნობილი ხრიკებია რუსული პრაქტიკიდან

ოლივიე კურტო – სიამაყით ვიწყებ მოვალეობის შესრულებას საფრანგეთის ელჩის რანგში – მე აქ ვარ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ხელი შევუწყო საქართველოს სუვერენიტეტს, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას