რუსეთის ფედერაცია უკრაინას Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტებით დაესხა თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქის ოლენიას აეროდრომიდან Tu-95MS ტიპის 4 თვითმფრინავი აფრინდა.