რუსეთმა უკრაინას 55 რაკეტით და 21 დრონით შეუტია

რუსეთმა ზე დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენა 55 ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 21 უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მონაცემები უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 39 რაკეტის და 20 დრონის განადგურება შეძლეს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ს მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებს პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. მათ შორის დაზიანებულია სამი თბოელექტროსადგური.
გარდა ამისა, ს ოლქში დაზიანებულია 14, ხოლო კიროვოგრადის ოლქში 13 სახლი. დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. ზაპოროჟიეში დაზიანდა სახანძრო სამსახურის შენობა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ დღეს საღამოს მოსალოდნელია ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება და სთხოვა, რომ 19:00-22:00 საათის პერიოდში მაქსიმალურად შეამცირონ დიდი სიმძლავრის ტექნიკის გამოყენება.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთმა ისევ გაააქტიურა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმები.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ 5 მაისს განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას მიაყენა ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი.