რუსეთმა უკრაინას 273 დრონით შეუტია, დაზარალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები

რუსებმა უკრაინას 273 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 88 ჩამოაგდეს, 128 კი – ლოკალურად დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო