რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია, დაზიანდა სამი რეგიონი

რუსეთმა ს 150 დრონით შეუტია, აქედან 126-მა, საჰაერო თავდაცვის ეფექტური მოქმედების გამო, სამიზნეს ვერ მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 64 „შაჰედისა“ და სხვა ტიპის დრონი ჩამოაგდეს, 62 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.
დრონებით შეტევა განახორციელა ს ფედერაციის ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული დან.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქზე რუსული დრონებით მასიური შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მდებარე ლოკომოტივების სარემონტო ქარხანაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს.