რუსეთმა უკრაინას 113 დრონით შეუტია

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, რომელსაც “უკრაინსკაია პრავდა” ავცელებს, 21 დეკემბერს რუსეთმა ზე იერიში მიიტანა С-400-ის ტიპის რაკეტით და 113 დრონით.
უკრაინის მხარის თანახმად, მათგან 57 ჩამოაგდეს, 56 – დაიკარგა.
საზენიტო მართვადი – С-400 -ის ტიპის რაკეტა დონეცკიდან გაუშვეს და პოლტავის რეგიონის მიმართულებით გატყორცნეს.
დრონებით იერიშის დროს, რომლებიც უკრაინის ბევრ რაიონზე განხორციელდა, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ სახლს და ადამიანები დააშავა.
წინა დღეს ზაპოროჟიეში, დრონით დაარტყეს ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას. თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი მცხოვრები, მათ შორის 12 წლის ბავშვი. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი