რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 109 დრონი, S-300 ტიპის 2 საზენიტო მართვადი რაკეტა და Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში 39 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 30 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაანეიტრალეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების სამიზნე ხარკოვის, სუმისა და დონეცკის ოლქები იყო.
