რუსეთმა უკრაინას რამდენიმე რეგიონს შეუტია, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსულმა დრონმა ღამით ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც მეოთხედან მეექვსე სართულამდე მდებარე ბინები განადგურდა.
„სამაშველო ოპერაციების დროს საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებმა 28 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ხუთი ბავშვი. მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს“, – აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
ამასთან, რუსებმა დრონებით შეუტიეს ოდესის ოლქსაც. დარტყმების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტში ხანძარი გაჩნდა.
ხარკოვის ოლქის პესოჩინის თემში რუსების მიერ მართვადი ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგაც რვა ადამიანი დაშავდა.
ამასთან, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ზაპოროჟიეს, ვასილიევსკის და პოლოგოვსკის რაიონებზე რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ