რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. საჰაერო განგაში უკრაინის დროით დაახლოებით დილის 6 საათზე რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, გამოცხადდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურეს რაკეტების გაშვება რუსული Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან და MiG-31K გამანადგურებლებიდან. კრემლმა ფრთოსანი რაკეტების გარდა გამოიყენა ერთი ან მეტი ჰიპერბგერითი რაკეტა “კინჟალი”.
აფეთქებები იყო დნეპრში და ხარკოვში. შედეგებზე დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.