რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა | თავდასხმა იყო არაერთი რეგიონზე, მათ შორის კიევზე

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
“მტერმა სარაკეტო იერიში განახორციელა კონოტოპზე. დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, ავტოგასამართი სადგური. ცეცხლი გაუჩნდა მანქანას,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინული მედია იუწყება, რომ დილით აფეთქებები იყო ს, ზაპოროჟიესა და დნიპროს ოლქებშიც. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა.
ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 10-ჯერ დაარტყეს ხარკოვს. გავრცელებული ცნობებით, ქალაქი S-300 და X-22 ტიპის რაკეტებით დაბომბეს.
გასულ ღამეს რუსები 10-ზე მეტი “შაჰიდის” ტიპის დრონით თავს დაესხნენ ლვოვს. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.