რუსეთმა უახლესი საშუალო დისტანციის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა, რომლითაც იერიში უკრაინის ქალაქ დნეპრზე 21 ნოემბერს მიიტანეს. დარტყმა დნეპროპეტროვსკში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსში არსებულ ობიექტზე, სარაკეტო ტექნოლოგიის საწარმოზე განხორციელდა.
“21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით”. – განაცხადა პუტინმა.
რუსეთმა ასევე განახორციელა ერთ-ერთი უახლესი საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის სატესტო გაშვება. საუბარია არაბირთვულ ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელსაც „ორეშნიკი“ ჰქვია.