რუსეთმა ტრამპის კომენტარის შემდეგ დაადასტურა, რომ სუმიში ბალისტიკური რაკეტები ჩამოაგდო

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კვირას, ბზობა დღეს, უკრაინის ქალაქ სუმიზე ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა თავდასხმა.
საუბარია დაბომბვაზე, რომელსაც ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ უბანში 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ. დაშავდა 120-მდე ადამიანი.
ამ თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მას “საშინელება” უწოდა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, “რუსებმა შეცდომა დაუშვეს”.
სწორედ ტრამპის ამ კომენტარის შემდეგ გაავრცელა განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის არმიის წარმომადგენლები დაბომბეს და 60-მდე ჯარისკაცი მოკლეს. იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ რაკეტა სამხედროებს ესროლეს, რუსეთს არ წარმოუდგენია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა