რუსეთმა ტერორისტების სიაში შეიყვანა ცნობილი მწერალი, ბორის აკუნინი

რუსეთის საფინანსო სადამკვირვებლო ორგანომ, როსფინმონიტორინგმა ცნობილი მწერალი, ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) 18 დეკემბერს შეიყვანა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში, ახსნა-განმარტების წარმოდგენის გარეშე. როგორც რუსული სააგენტო TASS წერს, აკუნინი ამართლებდა რუსულ ქალაქებზე დრონებით თავდასხმებს.
ერთ კვირაზე ნაკლები დროის წინ რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა და წიგნების უდიდესმა მაღაზიამ გამოაცხადეს, რომ აღარ თანამშრომლობენ აკუნინთან და კიდევ ერთ პოპულარულ მწერალთან, დმიტრი ბიკოვთან, მათ მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდასაჭერი და ანტირუსული განცხადებების გამო.
რუსეთის კანონებით, ტერორისტების სიაში შეყვანილი პირების საბანკო ანგარიშები ქვეყანაში ავტომატურად იყინება. ბორის აკუნინმა, რომელმაც დეტექტიური რომანების წერით გაითქვა სახელი, 2014 წელს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დატოვა. მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბალეტის მსახიობ მიხეილ ბარიშნიკოვთან და ეკონომისტ სერგეი გურიევთან ერთად უკრაინელი ლტოლვილებისთვის თანხების შეგროვება დაიწყო.
აკუნინი ლონდონში ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)