რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დაღესტნის კიკბოქსინგის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ახმად (ახმედ) ახმედოვს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ტერორიზმში დასდო ბრალი.
რუსეთის პროკურატურას ახმად ახმადოვის წინააღმდეგ აქამდე სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული სამშობლოს ღალატის მუხლით.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ახალი საქმის აღძვრის მიზეზი წინა ბრალდების მსგავსია: ახმედოვის მონაწილეობა უკრაინის მხარეს მებრძოლ იმამ შამილის ბატალიონში. ეს დანაყოფი 2022 წლის შემოდგომაზე შეიქმნა, დაღესტნის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კი ბატალიონის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.
ახმედოვი უკრაინაში 2017 წელს გადავიდა. რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ის მოხალისეთა ბატალიონში ჩაირიცხა, დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინის კონგრესის ხელმძღვანელი გახდა და რესპუბლიკის რუსეთისგან დამოუკიდებლობის მხარდაჭერა დაიწყო.
როგორც თვითონ ახემედოვი აცხადებს, რუსეთის უსაფრთხოების ძალები პერიოდულად აკითხავენ დაღესტანში დარჩენილ მის ოჯახს.
უკრაინის მხარეს მებრძოლმა იჩქერიის დანაყოფებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) მოუწოდეს, შეიქმნას ცალკე პლატფორმა ჩეჩენ ოპოზიციასთან დიალოგისთვის. ასე უპასუხეს მებრძოლებმა PACE-ს გადაწყვეტილებას, შეიქმნას საერთო ფორუმი „მოსაზრებების გაცვლისთვის“ ემიგრაციაში მყოფ რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან.
ფორუმი

 
				 
								
 
								

