რუსეთმა უმსხვილეს ონლაინ პლატფორმებზე Wildberries-სა და Ozon-ზე სომხური პროდუქციის გაყიდვა შეზღუდა. მიზეზად საბაჟო მოთხოვნების ცვლილება სახელდება, რაც გამყიდველებისგან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს.შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია 1 მაისს გავრცელდა.საკითხზე კომენტარი გააკეთა პრორუსი სომეხი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა. ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ უკავშირდება რუსეთის მხრიდან შეზღუდვების გამკაცრება ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს, მან უპასუხა, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე უნდა აიღოს.„მოქმედმა მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის გეოპოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ მანევრებზე, რადგან თითოეულ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ ეს შედეგები ჩვენი ეკონომიკისთვის ნეგატიური არ იქნება“, – განაცხადა ნარეკ კარაპეტიანმა.მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ ზელენსკის ვიზიტმა რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულოს.ერევანში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა.

